LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7-წლიანი პაუზის შემდეგ, ლედი გაგა Met Gala-ზე ფილმის – ,,ეშმაკი ატარებს პრადას 2” პრომოუშენის ფარგლებში წარდგება

186
download (1)

ბოლო დღეების განმავლობაში, ტაბლოიდების განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად ლედი გაგას Met Gala-ზე შესაძლო დაბრუნება და მისი სავარაუდო მონაწილეობა ფილმში – ,,ეშმაკი ატარებს პრადას 2” იქცა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლედი გაგა Met Gala-ზე 7-წლიანი პაუზის შემდეგ, სწორედ 2006 წლის საკულტო კინოსურათის სიქუელის პრომოუშენის ფარგლებში წარდგება.

მართალია, გაგას როლის დეტალები გასაიდუმლოებულია, თუმცა მოარული ხმების თანახმად, მას ეპიზოდურ როლში ვიხილავთ.

ფაქტს ისიც ამძაფრებს, რომ მან რეპერ, დოჩისთან ერთად ფილმის ორიგინალური მუსიკალური თემა – Runway ჩაწერა.

პოდიუმი სცენაზე – ლედი გაგამ კონცერტზე ,,ეშმაკი ატარებს პრადას 2”-ის საუნდტრეკი ააჟღერა

ჭორების მიუხედავად, ამ ეტაპზე არც ერთი ამბავი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

2019 წლის Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე 4 სხვადასხვა „ლუქით“ დაუვიწყარი გამოჩენის შემდეგ, ფანები გაგასგან ამჯერადაც, ეპიკურ პერფორმანსს ელიან. 

შეგახსენებთ, რომ The Devil Wears Prada 2 დიდ ეკრანებზე 1-ელ მაისს გამოჩნდება, Met Gala კი, 4 მაისს გაიმართება.

10 წლის შემდეგ, ბიონსე Met Gala-ზე გამოჩნდება და კოსტიუმების წვეულების თანაორგანიზატორის ამპლუას მოირგებს

დებიუტიდან ბოლო გამოჩენამდე – ბიონსეს შთამბეჭდავი ლუქები Met Gala-ზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები