ნიუ-იორკში, მოდისა და კინოს სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საღამო გაიმართა. ეს გახლდათ ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას 2“– ის პრემიერა, რომელმაც წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ვარსკვლავური აფეთქება გამოიწვია.
საღამოს მთავარი გმირი, უდავოდ ლედი გაგა იყო, რომელმაც თავისი გამოჩენით ყველას ყურადღება მიიპყრო.
წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩეოდა სტენლი ტუჩი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ სტილი ასაკთან ერთად მხოლოდ იხვეწება.
ფილმის მთავარი გმირი, ენ ჰეთეუეი წითელ, გრანდიოზულ კაბაში გამოჩნდა, ის ფოტოობიექტივის წინაშე ემილი ბლანტთან ხელიხელჩაკიდებული პოზირებდა, რომელსაც ამ საღამოს ყველაზე პომპეზური კაბა ამშვენებდა.
და რა თქმა უნდა, საღამოს კულმინაცია, ლეგენდარული 76 წლის მერილ სტრიპი იყო. ამ დღეს მას ალისფერი პლაშჩი ეცვა, რომელსაც მან შავი ხელთათმანები შეუხამა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს საღამო კიდევ დიდხანს დარჩება მოდისა და კინოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მოვლენად.
ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას 2“– ის მსოფლიო პრემიერა კი 1 მაისს იგეგმება.