LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მსოფლიოს ყველაზე ლამაზები” – ჟურნალმა – People სპეციალური ნომერი წარადგინა, რომელშიც თანამედროვე ვარსკვლავებმა პატივი თავიანთ მუსიკალურ კუმირებს მიაგეს და მათი საკულტო იმიჯები გააცოცხლეს

211
photo-collage.png (25)

ჟურნალმა – People სპეციალური გამოცემის – World’s Most Beautiful წლევანდელი ნომერი წარადგინა.

სპეციალური ნომერი განსაკუთრებულია იმით, რომ ის სცილდება უბრალოდ გარეგნულ სილამაზეს და აქცენტს აკეთებს ავთენტურობასა და მუსიკალურ მემკვიდრეობაზე.

აღსანიშნავია, რომ ამ ნომრის ფარგლებში, თანამედროვე ვარსკვლავებმა პატივი თავიანთ მუსიკალურ კუმირებს მიაგეს და ფოტოსესიაში მათი საკულტო იმიჯები გააცოცხლეს.

ნომრის სახეებად, მომღერლები – ჯეიდი, ტეიანა ტეილორი, დავ კამერონი და მეგან მორონი იქცნენ.

ჯეიდი მადონად გარდაისახა, ტეიანა ტეილორი ჯენეტ ჯექსონად ტრანსფორმირდა, შერის იმიჯი მოირგო დავ კამერონმა, ხოლო მეგან მორონმა დოლი პარტონი განასახიერა.

ამავე ნომრის მთავარი გარეკანის ვარსკვლავად, მსახიობი – ენ ჰეთეუეი მოგვევლინა.

ცნობისთვის, ჟურნალი People თემატურ ნომერს 1990 წლიდან მოყოლებული ყოველ გაზაფხულზე გამოსცემს. 2026 წლის ნომერი ამ სერიაში, რიგით 36-ეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები