LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემ დაბადების დღეს მე და ჩემმა მეუღლემ ერთობლივად შევიძინეთ Lexus-ის ჯიპი“ – ზურა კობიაშვილის პირველი დაბადების დღე ამერიკაში

558
ზურა კობიაშვილი

საოპერო მომღერალმა, „მისტერ ვალენტინი 2023“-მა ზურა კობიაშვილმა გასულ წელს აშშ-ში იქორწინა. მისი რჩეული ამერიკაში მცხოვრები ბიზნესლედი სოფია კანდელაკია.

23 აპრილს ზურა კობიაშვილს 27 წელი შეუსრულდა.

„დაბადების დღეს ალბათ ბავშვობაში უფრო განსაკუთრებით ველოდებოდით. ადამიანს რაც უფრო ასაკი ემატება, უფრო სხვანაირად აღიქვამს ყველაფერს.

დღეს ჩემი პირველი დაბადების დღეა ამერიკაში. ვფიქრობდით, რა იქნებოდა ჩემი საჩუქარი. ჩემ დაბადების დღეს მე და ჩემმა მეუღლემ ერთობლივად შევიძინეთ Lexus – ის ჯიპი. ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩემი ოცნების მანქანაა, მაგრამ საოცრად კარგად მოვლილი და საოცრად კომფორტულია. ძალიან მომწონს“, – ამბობს ზურა კობიაშვილი და გამომწერებს თბილი სურვილებისთვის მადლობას უხდის.

„ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობაა, – ათ წელზე მეტი, მაგრამ ეს ჩვენი ურთიერთობისთვის არანაირი პრობლემა არ ყოფილა…“ – როგორ გადაიხადეს პატარა ქორწილი მანჰეტენზე სოფია კანდელაკმა და ზურა კობიაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g