LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ აგრძელებს თბილისში საერთაშორისო აღიარების არტისტებისა და ნოვატორული პროექტების წარდგენას

196
თბილისი-რიტმი

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ ტრადიციულად აგრძელებს დედაქალაქში საერთაშორისო აღიარების არტისტებისა და ნოვატორული პროექტების წარდგენას.


„ისინი აგრძელებენ მსოფლიო მსმენელთა გულების დაპყრობას შეუდარებელი ტალანტითა და უსაზღვრო შემოქმედებითობით. თბილისში მოწვეული ფრანგი და აზერბაიჯანელი ვირტუოზი მუსიკოსები კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და მუღამის საშუალებით მუსიკის ფართო სპექტრს მოიცავენ – ბაროკოს მუსიკიდან თინეიჯერულ პოპამდე, ბალკანეთის ტრადიციებიდან აფრიკის ჰანგებამდე. ხვალ კი, თავიანთი თხრობის უნარით, სცენარის შექმნის ნიჭითა და დინამიკის ოსტატობით ყოველი მათი კონცერტი გადაიქცევა სრულყოფილების ზეიმად.“


11 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში აზერბაიჯანელი ვირტუოზი პიანისტი შაინ ნოვრასლი, ფრანგულ ტრიოსთან ერთად, საზოგადოების წინაშე თავის მენტორთან, აჰმად ჯამალთან ერთად, პარიზის სტუდიაში ჩაწერილი ალბომებით “Emanation” & “From Baku to New York City” წარდგება.

12 მაისს კი თამაზ ყურაშვილის სახელობის ჯაზკლუბში „თათუზა“ შაინ ნოვრასლის ტრიო და სპეციალურად პროექტისთვის მოწვეული ქართველი არტისტი მურმან ჯინორია მუსიკისა და პოეზიის წარმტაც საუფლოში გვამოგზაურებენ.

ფესტივალი „თბილისი – რიტმი“ წელს პირველად უმასპინძლებს თეატრალურ წარმოდგენას;
ინგმარ ბერგმანის პიესის „რეპეტიციის შემდეგ“ მოტივებზე, მიხეილ მრევლიშვილის
ამავე სახელწოდებით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც გაიმართება 16 მაისს სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის მუნიციპალურ თეატრში.

ერთმოქმედებიან დრამაში მონაწილეობენ მსახიობები: აკაკი ხიდაშელი და მარინა კახიანი.

28 მაისს ფრანგი აკორდეონისტი და კომპოზიტორი ვინსენტ პეირანი, ოთხ ფრანგ ვირტუოზ მუსიკოსთან ერთად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელს საპრემიერო ალბომს “Living Being IV: Time Reflections” წარუდგენს.

თბილისში პირველად მელომანები ვინსენტ პეირანიმ, ბრაზილიელ გიტარისტ იამანდუ კოსტასთან ერთად, გასტროლზე ყოფნისას აღაფრთოვანა.

სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმის მხარდამჭერები არიან; საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ და ქალაქ თბილისის მერია.

ფესტივალის ორგანიზატორია საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“

შემსრულებლებს მედიას წარუდგენენ 27 აპრილს, 15:00 საათზე სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში”, „მაჯესტიკ სიგარ ლაუნჯის” სივრცეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები