სოციალურ ქსელებში პოპულარული ვლოგერი გივიკო დიდია, რომელიც მაყურებლის განსაკუთრებულ სიყვარულს ნათია ბებოსთან ერთად გადაღებული თბილი ვიდეოებით იმსახურებს, ახალ ემოციურ კადრებს ავრცელებს.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ზრუნავს გივიკო ბებიაზე და ცდილობს მისი განწყობის ამაღლებას.
„ნახე რა ლამაზი ხარ, რად გინდა შავი თავსაფარი? ხომ არ უნდა ნათიას შავი თავსაფარი? დაუწერეთ კომენტარებში და წავაკითხებ მერე. ნახე რა ლამაზი გოგო ხარ, გაიღიმე, მოწყენილი სახე არ დავინახო. არ გვინდა შავი თავზე“, – ეუბნება გივიკო.
როგორც წინა შემთხვევებში, ამ ვიდეომაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. კომენტარებში მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ მსგავსი კონტენტი დადებით ემოციებს იწვევს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოჯახურ სითბოსა და უფროსი თაობის მიმართ ყურადღების მნიშვნელობას.
