LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოწვეული მომღერლები და მოცეკვავეები: სუხიშვილები, რიკი მარტინი, ვალერი მელაძე, მაქსიმ გალკინი – სოციალურ ქსელში გავრცელდა ქართველი ბიზნესმენის გრანდიოზული ქორწილის კადრები, რომელიც კანში გაიმართა

8725
BeFunky-collage123412 3 4sdf (78)

საზოგადოების ყურადღების ცენტრში ქართველი ბიზნესმენის, ნიკა ლომიას ქორწილი მოექცა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ კანში გაიმართა.

გრანდიოზულ ღონისძიებაზე სტუმრების გართობაზე მომღერლები: რიკი მარტინი და ვალერი მელაძე ზრუნავდნენ, ხოლო საღამოს წამყვანი მაქსიმ გალკინი იყო.

ქორწილი მდიდრულ გარემოში, ხმელთაშუა ზღვის ხედით მდებარე ისტორიულ მამულში გაიმართა. ქორწილს საქართველოდან და უკრაინიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, ნიკა ლომია ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს და საქმიანობს. მისი მეუღლე ასევე უკრაინიდანაა და „მის უკრაინის“ კონკურსის ყოფილი მონაწილეა. სიძესაც და პატარძალსაც, ორივეს ნიკა ჰქვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები