LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „კატოს გაჩენის შემდეგ დამეწყო მძიმე პოსტსამშობიარო დეპრესია. ვსვამდი სამ წამალს… ოჯახის დანგრევამაც იმოქმედა… არიან ადამიანები, რომლებიც ვერ უძლებენ ამას…“ – რას ამბობს რუსკა მაყაშვილი მენტალურ ჯანმრთელობაზე

446
რუსკა მაყაშვილი

კოტე მათითაშვილის „კოტკასტს“ ესტუმრა მსახიობი რუსკა მაყაშვილი, რომელმაც მენტალური ჯანმრთელობის დიდ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„რაც უფრო ასაკი მემატება, მივხვდი, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია, მით უმეტეს, ამ პერიოდში, როდესაც ყველამ გააფრინა.

მოვახერხე და ვისწავლე ის, რომ ამას არ უნდა შეეწინააღმდეგო და აუცილებლად უნდა წახვიდე ფსიქოლოგთან, ფსიქიატრთან, ნევროპათოლოგთან. მყავს ჩემი ნევროპათოლოგი და ფსიქიატრიც, თუ საჭირო გახდა.

კატო რომ გავაჩინე, სადღაც ორ თვეში დამეწყო ძალიან მძიმე „ბეიბი ბუზი“, პოსტსამშობიარო დეპრესია. ამ დროს დავიჯერე ამ სფეროში. სამ წამალს ვსვამდი. ერთი წელია, ერთ წამალს ვსვამ. ოჯახის დანგრევა და ბევრი რამ იყო… არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ უძლებენ… მეც მათ შორის ვარ, რომ მენტალურად ვერ გავუძელი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g