LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი: არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს – არსებობს სამართლიანი რეაქციები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელისგან

136
მაკა ბოჭორიშვილი

არანაირი რეპრესიები არ არსებობს, მეორე, არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს, და რაც შეეხება კანონებს, კანონებს სახელმწიფოში იღებს პარლამენტი, რომლებიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, როდესაც ევროკავშირის მიერ საქართველოსადმი არსებული მოთხოვნების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

ბოჭორიშვილის თქმით, ევროკავშირის მიმართ არის არა მტრული რიტორიკა, არამედ ევროკავშირის უსამართლო დამოკიდებულებაზე ქართველი პოლიტიკოსების რეაქცია.

საგარეო უწყება – მაკა ბოჭორიშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა ძირს უთხრის ნდობას და აზიანებს საქართველო-ევროკავშირის პარტნიორობას

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იქნა დაბარებული, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, საქართველოს შესახებ ორგანიზებული ღონისძიების და მის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები […]

„არანაირი რეპრესიები არ არსებობს, ეს ერთი. თუ ჩვენ ვაშენებთ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ საზოგადოებას, მაშინ კანონი არის ყველასთვის კანონი. მეორე, არანაირი მტრული რიტორიკა არ არსებობს, არსებობს ქართველი პოლიტიკოსების რეაქციები უსამართლო დამოკიდებულებასთან. არსებობს განცხადებები და რეაქციები, სამართლიანი რეაქციები, ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან იმ უსამართლო დამოკიდებულებაზე, რომელსაც ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან. ახლა რაც შეეხება კანონებს, კანონებს სახელმწიფოში იღებს პარლამენტი, რომლებიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოში სტაბილურობას და უსაფრთხოებას. ეს არის ამოსავალი წერტილი საქართველოს პარლამენტის საქმიანობის. შესაბამისად, ნებისმიერი კანონი, რომელიც მიღებული იყო, იყო იმისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყოფილიყო სტაბილურობა.“- განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g