რეალითი შოუს ვარსკვლავი და ცნობილი ოჯახის უფროსი, კრის ჯენერი, ლოს-ანჯელესში სპადან გამოსვლისას დააფიქსირეს.
70 წლის ვარსკვლავი ყურადღების ცენტრში კვლავ გარეგნობის გამო მოექცა. გავრცელებული ინფორმაციით, იგი უკმაყოფილოა ახლახან ჩატარებული, დაახლოებით 100,000 დოლარის ღირებულების „ფეისლიფტინგის“ შედეგით.
ოპერაციიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, მედიაში აქტიურად ვრცელდება ცნობები, რომ ჯენერი მიღებული შედეგით იმედგაცრუებულია და ცვლილებებს განიხილავს. ის ფიქრობს, რომ შედეგი „შესუსტდა“ და სახემ „ფტოზი“ (დაბლა დაწევა) განიცადა.
„გაიღვიძებ და უეცრად სახე დაბლა ჩამოწეული დახვდება“, „არადა თავიდან შესანიშნავად ჰქონდა“, „აი, ეს არის თანამედროვე პლასტიკური ქირურგია“, „სიბერეს ვერაფერი დაამარცხებს“, – არ წყდება კომენტარები.
მისი სახის განახლებული ვერსია პირველად გასული წლის მაისში გახდა განხილვის თემა. მას ოპერაცია ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, სტივენ ლივაინმა ჩაუტარა, რომლის მომსახურების საწყისი ფასი 45,000 დოლარიდან იწყება.
საინტერესოა, რომ თავად ჯენერმა რეალითი შოუს ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნა, რომ მისი სახის ერთადერთი „ბუნებრივი“ ნაწილი, ცხვირია.
კრის ჯენერი 70 წლის იუბილეს 100 ათას დოლარად შეფასებული სახის ლიფტინგით შეხვდა




