LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერლინი ტურისტებს ნაგვის შეგროვების სანაცვლოდ მუზეუმებსა და რესტორნებში ფასდაკლებას სთავაზობს 

112
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ბერლინში ზაფხულიდან ახალი პროექტი, სახელწოდებით BerlinPay იწყება, რომლის ფარგლებში ტურისტები მიიღებენ ვაუჩერებს – მუზეუმებში, რესტორნებსა და კონცერტების ბილეთებზე ფასდაკლებების სახით. სანაცვლოდ ქალაქი მათ გარემოს დასუფთავებაში მონაწილეობის მიღებას სთხოვს. 

პროექტის იდეა არის ის, რომ ვიზიტორებმა ნაგავი არა მხოლოდ თავისი, არამედ საზოგადოებრივ სივრცეებშიც შეაგროვონ – ქუჩებში, პარკებში და მდინარის სანაპიროებზე.

ბერლინი ამ ინიციატივის მოდელად იყენებს დანიის დედაქალაქის გამოცდილებას – პროექტს კოპენჰაგენში სახელწოდებით CopenPay, სადაც ტურისტებს უფასო ბილეთებს, ექსკურსიებსა და სასმელებს სთავაზობენ გარემოს დასუფთავების ან ეკოლოგიურად მდგრადი გადაადგილების სანაცვლოდ. ორგანიზაცია Wonderful Copenhagen-ის მონაცემებით, პროექტში უკვე 30 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო, ხოლო ველოსიპედების გაქირავება ქალაქში 60%-ით გაიზარდა.

ბერლინში ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ განსაზღვრული, როგორ მოხდება ნაგვის შეგროვების კონტროლი და ვაუჩერების გაცემა. კოპენჰაგენში სისტემა ძირითადად ნდობაზეა დაფუძნებული, თუმცა ზოგ შემთხვევაში მონაწილეებს ფოტოს ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა უწევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები