ოლივია როდრიგომ ახალი მსოფლიო ტურნე დააანონსა. ტურნეს არტისტის მესამე სტუდიური ალბომის, სახელწოდებით You Seem Pretty Sad for a Girl So in Love მხარდასაჭერად გაიმართება – დისკის, რომელიც დღის სინათლეს, 12 ივნისს იხილავს.
ოლივია როდრიგომ ახალი ალბომი დააანონსა
The Unraveled Tour 25 სექტემბერს დაიწყება და 2027 წლის 2 მაისამდე გაგრძელდება. ტურნეს განმავლობაში, შემსრულებელი კონცერტებს ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში გამართავს.
კონცერტებზე როდრიგოსთან ერთად სპეციალური სტუმრები — The Last Dinner Party, Wolf Alice, Devon Again, Grace Ives და Die Spitz წარდგებიან.
აღსანიშნავია, რომ მომღერალი აბრუნებს ხელმისაწვდომი ბილეთების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შერჩეულ კონცერტებზე მცირე რაოდენობის ბილეთები სიმბოლურ ფასად — 20 დოლარად გაიყიდება.
ცნობისთვის, ოლივია როდრიგომ მომავალი მუსიკალური პროექტის შემოქმედებითი ეტაპი ლიდ სინგლის – Drop Dead გამოშვებით, 17 აპრილს დაიწყო. სიმღერა სადებიუტო კვირაში Billboard Hot 100-ის სათავეში მოექცა, რაც მუსიკოსისთვის მეოთხე ნომერი პირველი ჰიტია.