ბრიტანელი მომღერალი, სემ სმიტი შესაძლოა მალე დაქორწინდეს. მედიის ინფორმაციით, არტისტი პარტნიორზე, ცნობილ დიზაინერ, კრისტიან კოუანზე დაინიშნა.
სემ სმიტისა და მისი მეგობარი მამაკაცის დასვენება მექსიკის სანაპიროზე – პაპარაცული ფოტოები
33 წლის მუსიკოსი და 32 წლის დიზაინერი უკვე სამ წელზე მეტია ერთმანეთს ხვდებიან.
როგორც ტაბლოიდები წერენ, წყვილმა ნიშნობის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაადასტურა, თუმცა წყაროს ცნობით, ისინი ორშაბათს, Met Gala 2026-მდე ცოტა ხნით ადრე, ნიუ-იორკის Mark Hotel-ში ნიშნობის დეტალებზე საუბრობდნენ.
განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კრისტიანის ხელზე Cartier-ს, დიდმა, კვადრატული ფორმის ყვითელმა ბრილიანტის ბეჭედმა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ კრისტიან კოუანმა შექმნა წყვილის „ლუქები“ 2026 წლის Met Gala 2026-თვის.
მოდური „გაშრიალება“ შეყვარებულთან ერთად და „ვივიენ ვესტვუდის“ ჩექმა – სემ სმიტის უახლესი გამოჩენა
სემ სმიტი ლონდონის ქუჩებს ექსტრავაგანტური ჩაცმულობით იპყრობს