LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს

144
მაშველები

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეში, მთის ფერდობზე დაშავებული მოქალაქე გადაარჩინეს“, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული მოქალაქე, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, უსაფრთხოდ გამოიყვანეს რთული რელიეფიდან და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

„საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112”-ში შევიდა ინფორმაცია, რომ სოფელ ხონეში მდებარე მთის ფერდობზე ერთი პირი დაშავდა და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა.

შეტყობინების მიღებისთანავე დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო.

მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული მოქალაქე, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, უსაფრთხოდ გამოიყვანეს რთული რელიეფიდან და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ…

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on პარასკევი, 08 მაისი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g