LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან… სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს“

122
ზურა ჯაფარიძე

„სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან“, – ამის ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პირი, მათ შორის 3 ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა

როგორც ჟურნალისტებთან ჯაფარიძემ განაცხადა, „სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს”

„მარტო მე და ნიკა მოსიაშვილს 20-მდე სპეცრაზმელი 19 კამერის წინ გვირტყამდა. ჩემს ძმას 6 კაცი რკინის ხელკეტებით ურტყამდა. ბორის ჩელე ყურუას ურტყამდა 6 კაცი რკინის ხელკეტებით. ლევან ხაბეიშვილის ცემის გამო ერთი კაცი დაიჭირეს – ერთმა კაცმა სცემა ხაბეიშვილი?! დათო ქაცარავა რომ სცემეს, ის სპეცრაზმელები ვერ აღმოაჩინეს? შემიძლია ერთ საათი ვიდგე და ძალადობის შემთხვევები ჩამოვთვალო – ცალკე ე.წ. შავებში მყოფი ადამიანების და ცალკე ე.წ. ტიტუშკების“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან გამართულ შეხვედრას, მისი თქმით, საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი ვითარება იყო.

„საუბარი იყო ყველაფერზე. როგორც წესი, როცა ადამიანები ასეთ შეხვედრებზე მოდიან, მომზადებული არიან. რომ გითხრათ, რომ რაიმე ისეთი სიახლე ვუთხარით, რაც გაგონილი არ ჰქონდათ – არა! ცხადია, მომზადებულები იყვნენ. შეიძლება ბოლო კვირებისა და დღეების ამბები უთხრა, რომ ვიღაც ტროტუარზე დგომის გამო გუშინ წინ დააკავეს. ძალიან გულწრფელი საუბარი იყო, თუ რა არის აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტი როგორც გლობალურად, ასევე ჩვენს რეგიონსა და საქართველოში. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუ ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და როგორი უნდა იყოს ამ ქვეყნის აშშ-თან ურთიერთობები. გასაგებია, რომ არ უნდა იყოს ასეთი როგორიც არის!

საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ რა დაპირებებსაც არ უნდა იძლეოდეს “ოცნება“ დალაგებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ტყუილი და სისულელე, რადგან ამის პარალელურად „ქართული ოცნებიდან“ ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდა მიდის. საუბარი იყო იმაზეც, რომ ნამდვილად კარგი, გულწრფელი და მეგობრული ურთიერთობები აშშ-სა და საქართველოს შორის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება, როცა რეჟიმი შეიცვლება, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა არის პროდასავლური და პროამერიკული განწყობის. საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული პროამერიკული ქვეყანაა და ყოველთვის ასე იქნება. ამ ყველაფერზე იყო საუბარი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g