LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა აზრს, ყველა მიმდინარეობას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ როდესაც მთავარზე – იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პოზიცია შეუვალია“ – მამუკა მდინარაძე

113
მამუკა მდინარაძე

„ქართველისთვის, რაც დაკავშირებულია რწმენასთან, იდენტობასთან, ტრადიციასთან, ყველაფერი არის ძალიან წმინდა“, – ამის შესახებ სამართალდამცავი სტრუქტურების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველას უსურვებს, რომ მომავალი თაობები ასეთ მაღალ ღირებულებებზე გაიზარდონ.

„შემთხვევითი არა არის, რომ დღევანდელ დღეს ჩვენი უწმინდესის პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით დაერქვა ოჯახის სიწმინდის დღე იმიტომ, რომ ეს არის ტრადიცია, ერთგვარი რწმენაც, ეს არის იდენტობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული საკითხი. პატრიარქ შიო მესამის ინიციატივაც,რომ გაგრძელდეს ეს და შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს, ასევე ნიშნავს იმას, რომ ქართველი არასდროს დაკარგავს ამ საკითხებთან დაკავშირებულ არანაირ თემას, რწმენას, იდენტობას, ტრადიციას, საკუთარ კულტურას, საკუთარ ოჯახს და მშობლებს ყოველთვის პატივს სცემს და ეს იქნება მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, მათ სწორის ყველა დანარჩენისგან. ვუსურვებ ყველას, მთელ მსოფლიოში ასეთი დამოკიდებულებით ყოფილიყოს მსგავსი ღონისძიებები იმისთვის, რომ თაობები ამ მაღალ ღირებულებებზე გაიზარდონ“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან,მდინარაძის თქმით, როდესაც როდესაც იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პოზიცია შეუვალია. იმიტომ, რომ ქართველი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო.

მისი თქმით, ქართველი ხალხის დამოკიდებულების ამაზე მკაფიო გამოხატვა არის შეუძლებელი.

„ქართველი ხალხის დამოკიდებულებაზე როცა ვსაუბრობთ, დამოკიდებულების ამაზე მკაფიო გამოხატვა არის შეუძლებელი. რა თქმა უნდა, ყველა აზრს, ყველა მიმდინარეობას აქვს თავისი ადგილი, მაგრამ როდესაც მთავარზე – იდენტობაზე, ეროვნულობაზე და ტრადიციებზეა საუბარი, ამ შემთხვევაში პოზიცია შეუვალია. იმიტომ, რომ ქართველი ყოველთვის ამ პოზიციაზე იყო”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g