LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სასულიერო პირის ოჯახური იდილია და 11 ულამაზესი შვილი – „ჩემი ოცნებაა, როცა გაიზრდებიან, ყველა ერთად შევიყაროთ – მეუღლეებით და შვილებით, მინდა ეზოში დიდი მაგიდა მქონდეს, სადაც ერთად დავსხდებით“

194
დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“ საკუთარ მაყურებელს 11-შვილიან ოჯახს აცნობს.

დეკანოზ არჩილ ქიტუაშვილს და სალომე სიხარულიძეს მე-11 შვილი, გიორგი ცოტა ხნის წინ შეეძინათ.

„ყოველდღე ხვდები, ღმერთი რომ არ გეწეოდეს, წარმოუდგენელია… ყველაფერს მერე და მერე უფრო აცნობიერებ, პასუხისმგებლობასაც… დიდი ბედნიერებაა და ყველას ვუსურვებ დედობის სიხარულის განცდას“, – აღნიშნავს 11 შვილის დედა სალომე სიხარულიძე.

„რაც ასაკი გემატება, სიმკაცრე გაკლდება, მაგრამ ნერვიულობა გემატება…

შვილების დაბადების რიცხვები და წლები მახსოვს, კლასები კი რთული დავალებაა [იცინის]. ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ. რომ გავიცანი, 12 წლის იყო, მე – 15-ის. პირველი შვილი რომ შეგვეძინა, 20 წლის ვიყავი…

ჩემი ოცნებაა, როცა გაიზრდებიან, ყველა ერთად შევიყაროთ – მეუღლეებით და შვილებით, მინდა ეზოში დიდი მაგიდა მქონდეს, სადაც ერთად დავსხდებით“, – აღნიშნავს დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g