LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველდღე, როდესაც სასაფლაოზე მივდივარ ნიკოს საყვარელი საჭმელი მიმაქვს, მინდა დაინახოს რომ იქაც მიმაქვს ეს ყველაფერი…“ – ანა იმნაძე

599
2026-05-21_02-04-44_514602

ანა იმნაძე, რომელსაც შვილი გარდაეცვალა, გადაცემის „პრაიმ შოუ“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ურთულესი დღეების შესახებ გვიყვება.

„თურქეთში გვითხრეს, რომ მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ბავშვი თავის მიწაზე, საქართველოში დამებრუნებინა. არ დავყარე ფარხმალი და საფრანგეთში წავედით. იქაც იგივე გვითხრეს და რამდენიმე თვე მოგვცეს.

ნიკოლოზს სულ ველაპარაკებოდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. არასდროს დავეცემოდით. მან გაითავისა და სწამდა, რომ გამოვიდოდა. ჩემი ხელით მივიყვანე მამა გაბრიელის საფლავზე. მკითხა, ახლა ხომ მეშველებაო და კი დედი მეთქი. მას სწამდა, რომ კარგად იქნებოდა.

აინტერესებდა იქ ხალხი როგორ ცხოვრობდა და რა ხდებოდა. იმქვეყნიური ცხოვრება აინტერესებდა. საჭმელს ხომ მომიტანო. ბოლო 4 თვის მანძილზე თითქოს შინაგანად ემზადებოდა. ყოველდღე, როდესაც სასაფლაოზე მივდივარ ნიკოს საყვარელი საჭმელი მიმაქვს, მინდა დაინახოს რომ იქაც მიმაქვს ეს ყველაფერი“, – საუბრობს ანა იმნაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g