LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტა მძღოლებს ფულს უხდის, რომ მართვის მოწმობაზე უარი თქვან

110
ქირიას NEWS შაბლონი (1)

მალტამ უჩვეულო პროგრამა აამოქმედა – ხელისუფლება მძღოლებს 25 ათას ევროს გადაუხდის, თუ ისინი ავტომობილზე უარს იტყვიან, მართვის მოწმობას ჩააბარებენ და ხუთი წლის განმავლობაში მანქანას აღარ გამოიყენებენ.

პროგრამაში უკვე 100 ადამიანი ჩაერთო, თუმცა მონაწილეობის მისაღებად ორი მთავარი პირობა არსებობს: კანდიდატი ქვეყანაში მინიმუმ შვიდი წელი უნდა ცხოვრობდეს და 30 წლამდე ასაკის იყოს.

ხელისუფლების ასეთი ნაბიჯის მთავარი მიზეზი საცობებია, რაც კუნძულზე ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცა. სტატისტიკის მიხედვით, 18-დან 39 წლამდე ასაკის 100 ათასზე მეტ მოქალაქეს მართვის მოწმობა აქვს, რაც ნახევარმილიონიანი ქვეყნისთვის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ავტომობილების რაოდენობა კი ყოველწლიურად კიდევ უფრო იზრდება.

25 ათას ევროს მონაწილეები ერთიანად ვერ მიიღებენ – თანხა ხუთ წელზე გადანაწილდება და ისინი ყოველწლიურად 5 ათას ევროს მიიღებენ. მთავრობის განმარტებით, ეს სისტემა სპეციალურად შეიქმნა, რათა ადამიანებმა ფული ერთდროულად არ აიღონ და შემდეგ მართვის უფლების დაბრუნება არ სცადონ.

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, მათ, ვინც მართვის მოწმობის აღდგენას გადაწყვეტს, ავტოსკოლაში 15 საათიანი პრაქტიკული კურსის გავლა მოუწევთ, რათა დავიწყებული უნარები გაიხსენონ.