56 წლის დავით ერაძე სამართალდამცველებმა ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის მიმართ ადევნების ფაქტზე დააკავეს.
ინფორმაცია „რუსთავი 2“- ს ანა ჯაბაურმა დაუდასტურა. ერაძეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე მიუსაჯა. დანაშაულის რეციდივის გამო, მას ამჯერად 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დავით ერაძე იმავე დანაშაულისთვის სასჯელს ერთხელ უკვე იხდიდა. მან პენიტენციური დაწესებულება იანვარში დატოვა და კვლავ განაგრძო ანა ჯაბაურის შევიწროება.
ერაძე სხვადასხვა დანაშაულისთვის სულ 5-ჯერ არის ნასამართლევი. სოციალურ ქსელებში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტებით დგინდება, რომ ის მანანა არჩვაძე-გამსახურდიას აქტიური მხარდამჭერია.
