LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პიგმალიონის მახე-გვიყვარს ჩვენი შვილები თუ მათგან შექმნილი ილუზიები? – რაზე წერს ასტროლოგი რამაზ გიგაური

124
2026-03-01_21-02-16_291061

სოციალურ სივრცეში სულ უფრო ხშირად განიხილება თემა, თუ რამდენად უპირობოა მშობლის სიყვარული და ხომ არ ხდება ბავშვებზე მშობლების შეუსრულებელი სურვილებისა და მოლოდინების გადატანა. ამ საკითხს სოციალურ ქსელში ასტროლოგი რამაზ გიგაური ეხმიანება და ყურადღებას „პიგმალიონის მახეზე“ ამახვილებს.

მისი განმარტებით, ძველბერძნული მითი პიგმალიონზე – მოქანდაკეზე, რომელსაც საკუთარი შექმნილი სრულყოფილი ქანდაკება შეუყვარდა დღესაც აქტუალურ სიმბოლოდ რჩება. მისი თქმით, იდეა იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანები ზოგჯერ რეალურ პიროვნებას კი არა, საკუთარ წარმოდგენებსა და ილუზიებს ეჭიდებიან.

„ხშირად შვილებს დამოუკიდებელ პიროვნებებად კი არა, ჩვენი შეუსრულებელი მიზნებისა და ამბიციების გამგრძელებლებად აღვიქვამთ. გვიჩნდება სურვილი, ბავშვმა აუცილებლად მიაღწიოს იმას, რაც ჩვენ ვერ შევძელით,“ – აღნიშნავს რამაზ გიგაური.

მისი თქმით, სწორედ ასეთ დროს ჩნდება რისკი, რომ ბავშვზე მოლოდინების ზედმეტმა ტვირთმა გავლენა მის თვითშეფასებასა და ემოციურ განვითარებაზე მოახდინოს.

„რამდენჯერ გაგვივლია გულში: „მე არ გამომივიდა, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გამოუვიდეს“? ჩვენ შვილებს ხშირად აღვიქვამთ არა დამოუკიდებელ, თავისუფალ სულებად, არამედ ჩვენივე შეუსრულებელი ამბიციების გამოსაძერწ მასალად. ჩვენ ვქმნით „წარმატებულ პროექტს“ და გაუცნობიერებლად ვეუბნებით ბავშვს: მეყვარები მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს მოლოდინებს გაამართლებ და ამ უნაკლო შაბლონში ჩაჯდები“,- წერს რამაზ გიგაური.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g