მომღერალი ლოლა წერეთელი, რომელიც რადიო „ფორტუნას“ რუბრიკის – „ფორტუნასთორის“ გასული ეპიზოდის სტუმარია, სიუჟეტში საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდს იხსენებს.
საკუთარ შემოქმედებაზე საუბრის დროს ლოლა წერეთელმა აღნიშნა, რომ 35-წლიანი კარიერის განმავლობაში მას ხმაზე მხოლოდ ორჯერ შეექმნა პრობლემა.
„რაც ვმღერი, 35 წლის განმავლობაში, ორჯერ შემექმნა ხმაზე პრობლემა, როდესაც მამა გარდაიცვალა ძალიან ცუდად გავხდი და ხმა დავკარგე, 2 კვირა უხმოდ ვიყავი. მეორედ, ქობულეთში, ცუდად გვახდი და მაშინ, თუმცა მაინც ვმუშაობდი და ვმღეროდი“, – ამბობს ლოლა წერეთელი „ფორტუნასთან“.
