LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ცაგურია: „ზოგჯერ ისე ყოფილა, რომ პურის ფული არ მქონია… ხელოვანი ხალხი, უმეტეს შემთხვევაში, ილუზიაში ცხოვრობს…“

117
temur-tsaguria_w_h

ცნობილი მუსიკოსი, თემურ ცაგურია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმ სიდუხჭირეზე, რომელიც ცხოვრებაში აქვს გამოვლილი. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

– ცხოვრებისეული და პროფესიული სირთულეების გამიჯვნა როგორ გამოგდით, რომ ერთმა მეორეში არ შეგიშალოთ ხელი?

– ზოგჯერ ისე ყოფილა, რომ პურის ფული არ მქონია. ეს აისახებოდა ჩემს შემოქმედებაზე. იმედი მაინც დიდი ძალაა.

იყო პერიოდი, როცა მთელი თანხა შემომელია, უფულოდ დავრჩი. ეს ჯერ კიდევ თბილისში ხდებოდა. მაშინ, რატომღაც, საავტორო უფლებათა დეპარტამენტში შევიარე და 1 200 მანეთი დამხვდა ჩემს სახელზე. ეს მაშინ დიდი ფული იყო და ოჯახი ერთი თვე კარგად ვცხოვრობდით. არ ვიცი, იქ რატომ შევედი, უფრო სწორად იმედმა მიმიყვანა და როცა იმედი გაგიმართლდება, ეს დიდი ბედნიერებაა.

რაც შეეხება ცხოვრებისეული სირთულეების პროფესიისგან გამიჯვნას, ზოგჯერ რეალობა უინტერესოა მსმენელისა და მაყურებლისთვის, მათთვის, ვისაც შენი ხელოვნება უყვარს. ხელოვნება თავისთავად ილუზიაა. ხელოვანი ხალხი, უმეტეს შემთხვევაში, ილუზიაში ცხოვრობს. წარმოსახვითი ბედნიერებით თუ უბედურებით და ამით გაგვაქვს თავი. ზოგჯერ ძალიან ძნელია, რეალობას მიჰყვე. ზოგჯერ ეს ისეთი მძიმეა, გტანჯავს. რატომ ვარდებიან ადამიანები დეპრესიულ მდგომარეობაში? იმიტომ, რომ მათ ანადგურებს ცხოვრება, ვერ გამოდიან გარკვეული მდგომარეობიდან. ჩემთვის ილუზია იყო ამგვარი მდგომარეობიდან გამოსავალი. გადავვარდებოდი ილუზიაში, ვწერდი ლექსებს, სიმღერებს და ბედნიერი ვიყავი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g