LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მერია -„ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა“

109
თბილისის მერია

ბოლო დღეებში მოსული უხვი და ინტენსიური ნალექის გამო, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დაზიანდა სპორტული და საგზაო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლდანის, კრწანისის, ვაკის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში ადგილი ჰქონდა ფერდის ჩამოშლის, გრუნტის დამჭერი კედლის, განათების ბოძებისა და ხეების წაქცევის ფაქტებს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივმა გამგეობამ დროებითი საცხოვრებელი ფართები შესთავაზა ისნის რაიონში, წულუკიძის ქუჩაზე მცხოვრებ სამ ოჯახს, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

„უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები შექმნა გლდანის რაიონში. მდინარე გლდანულას ადიდებამ, ანდრონიკაშვილის, წყაროსა და თამარ მეფის ქუჩებზე გამოიწვია მიწის მასის ჩამოშლა, დაზიანდა სპორტული მოედანი, მდინარემ წაიღო განათების ბოძი. თამარ მეფის ქუჩაზე დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, რომლის აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია.

უამინდობის გამო დაიტბორა მუხიანის აგარაკებზე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. დროებითი საცხოვრებელი ფართი გლდანის გამგეობამ შესთავაზა მუხურას ქუჩის ერთ მცხოვრებს, რომლის საცხოვრებელიც მნიშვნელოვნად დაზიანდა.

ყველა მისამართზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიისა და გამგეობების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რაიონების გამგებლები. მიმდინარეობს ზარალის აღწერა, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და დაზარალებული მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g