LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ferrari-მ საკუთარი პირველი ელექტრომობილი წარადგინა

113
Ferrari

სპორტული ავტომობილების იტალიურმა მწარმოებელმა Ferrari საკუთარი პირველი ელექტრომობილი წარადგინა.

ოთხკარიანი ელექტროსუპერქარი 310 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და მას Luce ჰქვია, რაც იტალიურად „სინათლეს“ ნიშნავს. მისი 122 კვტ/სთ სიმძლავრის ელემენტი ერთი დამუხტვით, დაახლოებით, 530 კილომეტრი მანძილის გავლის საშუალებას იძლევა.

ავტომობილის ღირებულება 586 000 დოლარიდან დაიწყება და კომპლექტაციის შესაბამისად გაიზრდება. მომხმარებლები პირველ ერთეულებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მიიღებენ.

ცნობისთვის, Luce-ის დიზაინის შემუშავებაში Apple-ის ყოფილი დიზაინერის ჯონი აივის სტუდია LoveFrom იყო ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g