პროექტის მიზანია საქართველოში არსებული პროფესიული ვაკუუმის შევსება და
ადგილობრივი ხელოვანებისთვის საერთაშორისო კინოინდუსტრიის პულსაციის
გაზიარება.
ღონისძიების ფარგლებში თბილისს ეწვევა იტალიაში მოღვაწე, ბრიტანელი თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი ტიმ დეიში (Tim Daish). ტიმ დეიში გადაღებულია ისეთ მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან მონიკა ბელუჩი, ვუპი გოლდბერგი, ტონი კოლეტი და ენდი მაკდაუელი. პროფესიული მომზადება აქვს ჩატარებული 500-ზე მეტი (500+) სტუდენტისთვის დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
3 დღიანი სემინარი-ვორქშოპი განკუთვნილია პროფესიონალი მსახიობების, რეჟისორების, პროდიუსერების, სტუდენტებისა და კინოინდუსტრიით დაინტერესებული პირებისთვის. ვორქშოპი მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შანსს, ქვეყნიდან გაუსვლელად დაამყარონ საჭირო კავშირები, მიიღონ ინფორმაცია პროფესიონალებისგან. ყველა მონაწილეს ექნება საშუალება ჩაერთოს შემოქმედებით პროცესში, გაიმართება კითხვა-პასუხი Q&A და დისკუსია კინოინდუსტრიაში არსებული გამოწვევების შესახებ.
GOODBYE HOLLYWOOD : მანიფესტი დამოუკიდებელი კინოწარმოებისთვის :
სემინარი-ვორქშოპი მსახიობების, სცენარისტებისა და რეჟისორებისთვის‘
ძირითადი პრინციპები: თანამშრომლობითი შემოქმედების საფუძვლები/
დისკუსია და კითხვა-პასუხი.
სამსახიობო ხელოვნების ჰოლისტიკურ ტექნიკასთან გაცნობა/ დისკუსია და კითხვა-პასუხი/ პრაქტიკული სამუშაო (სურვილისამებრ).
მსახიობი, როგორც სცენარისტი/ მსახიობი, როგორც რეჟისორი/ როგორ ვაქციოთ იდეა ფილმად/ დისკუსია და კითხვა-პასუხი.
Business of Acting / სტრატეგიები საერთაშორისო სინჯებისთვის (Auditions) მოსამზადებლად.
Industry Insights / გზამკვლევი საერთაშორისო სააგენტოების მოსაძიებლად და გლობალურ ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად.

