LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა… პაციენტი თბილისის საავადმყოფოში მკურნალობს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს პროფესორი გიორგი ფხაკაძე

609
გიორგი ფხაკაძე

„საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს.

ფხაკაძე ამბობს, რომ პაციენტი დენგეს გავრცელების მაღალი რისკის რეგიონში დაინფიცირდა, ამჟამად კი თბილისის საავადმყოფოში მკურნალობს.

პროფესორის თქმით აღნიშნული ტროპიკული დაავადება მსოფლიოში სწრაფად ვრცელდება.

ფხაკაძე განმარტავს, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა სიფრთხილე, ეპიდზედამხედველობა და ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია:

„დენგე უკვე აღარ არის მხოლოდ შორეული ტროპიკული დაავადება. მსოფლიოში ის სწრაფად ვრცელდება და ბოლო წლებში შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა. პაციენტი ინფიცირებული იყო დენგეს გავრცელების მაღალი რისკის რეგიონში და ამჟამად თბილისის საავადმყოფოში მკურნალობს.
მნიშვნელოვანია:

  • დენგე პირდაპირ ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის
  • ინფექციას ავრცელებს Aedes-ის ტიპის კოღო
  • დაავადება განსაკუთრებით გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში
  • ევროპაშიც უკვე ფიქსირდება ადგილობრივი გავრცელების შემთხვევები
    სიმპტომებია:
  • მაღალი სიცხე
  • ძლიერი თავის ტკივილი
  • კუნთებისა და სახსრების ტკივილი
  • სისუსტე
  • გამონაყარი
  • მძიმე შემთხვევებში — სისხლდენა
    თუ ბოლო პერიოდში იმყოფებოდით დენგეს გავრცელების მაღალი რისკის ქვეყანაში ან რეგიონში და გაქვთ სიცხე — აუცილებლად მიმართეთ ექიმს და აცნობეთ მოგზაურობის ისტორია.
    დენგეს თემაზე ჩემი პირველი სამეცნიერო ნაშრომი 2003 წელს, ინდოეთში, ჩენაიში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე წარვადგინე, როდესაც ეს დაავადება ბევრისთვის ჯერ კიდევ „შორეული ტროპიკული პრობლემა“ იყო. სამწუხაროდ, დღეს დენგე უკვე გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გამოწვევად იქცა.
    პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, თუმცა სიფრთხილე, ეპიდზედამხედველობა და ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g