LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ სიმღერას მთელი ცხოვრების განმავლობაში სიამაყით ვიმღერებ“ – ბრუნო მარსმა სიმღერის – Risk It All ლაივ პერფორმანსის ამსახველი ვიდეო გააზიარა

118
photo-collage.png

ბრუნო მარსის მეოთხე სოლო სტუდიური ალბომის – The Romantic მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნეს პირველი ნაწილი დასრულდა. ამ მომენტის აღსანიშნად, არტისტმა გულშემატკივარს ტურნეს კონცერტებიდან ალბომის მეორე სინგლზე – Risk It All დადგმული შოუს ამსახველი ვიდეო გაუზიარა.

ამ სიმღერას მთელი ცხოვრების განმავლობაში სიამაყით ვიმღერებ“ – აღნიშნა მარსმა ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში, რითაც ხაზი გაუსვა მისთვის ამ კომპოზიციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

თემატურად Risk It All ეხება ადამიანის მზაობას, ყველაფერი დათმოს საყვარელი ადამიანისთვის.

აღსანიშნავია, რომ სიმღერის ლაივ პერფორმანსი The Romantic World Tour-ის კონცერტების ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია, რადგან ის გამხსნელ ტრეკს წარმოადგენს და მაშინვე ქმნის ემოციურ ატმოსფეროს.

ბევრი მსმენელი სიმღერას მისი ჟღერადობის გამო ფრენკ სინატრას კლასიკას, My Way ადარებს.

ცნობისთვის, The Romantic Tour ევროპული ნაწილით 20 ივნისიდან განახლდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები