LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება – ჯანდაცვის სამინისტრო

472
ჯანდაცვის სამინისტრო

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ, ცენტრალური და ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომლობით, ბავშვთა მულტიფუნქციური პედიატრიული კლინიკა შენდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ახალი, თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო სივრცე უზრუნველყოფს როგორც პედიატრიულ, ისე სხვადასხვა სპეციალიზებულ მომსახურებას.

„ახალი კლინიკა სრულად დაფარავს აჭარისა და მიმდებარე რეგიონების საჭიროებებს. სამედიცინო ცენტრის პედიატრიული დეპარტამენტი 91 საწოლზეა გათვლილი და სრულფასოვან თერაპიულ, ქირურგიულ და რეანიმაციულ განყოფილებებს მოიცავს. გარდა ამისა, შენობის პირველ სართულზე მოეწყობა თანამედროვე ჰემოდიალიზის ცენტრი, რომელიც 18 პაციენტის ერთდროულად მიღებას შეძლებს. სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, უწყების უმთავრეს პრიორიტეტს რეგიონებში მაღალი ხარისხის უწყვეტი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფა წარმოადგენს, ამ მიზნით კი ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g