LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკულტო „ლუქის“ გამეორება – დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის საიდუმლო ქორწილი

155
page

დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა ლონდონში, Old Marylebone Town Hall-ში ვიწრო წრეში იქორწინეს.

პატარძალმა არჩევანი ინდივიდუალურად შექმნილ კაბაზე შეაჩერა, რომელიც მოდის სახლმა „სკიაპარელმა“ სპეციალურად მისთვის შექმნა. „ლუქს“ განსაკუთრებულ ელეგანტურობას თეთრი ხელთათმანები და შთამბეჭდავი, დიდი ზომის ქუდი სძენდა, რომლის ავტორიც სტეფან ჯონსია. ტერნერმა კი არჩევანი „ფერაგამოს“ მუქ ლურჯ კოსტიუმზე გააკეთა.

შთაგონების წყაროდ მიიჩნევა ლეგენდარული მუსიკოსის, მიკ ჯაგერისა მეუღლის, ბიანკა პერეს ჯაგერის საქორწილო „ლუქი“, რომელიც მან 1971 წელს სამოქალაქო ქორწინების ცერემონიაზე მოირგო.

მაშინ ბიანკამ „ივ სენ ლორანის“ მიერ შექმნილი დახვეწილი ორეული, პიჯაკი და ქვედაბოლო მოირგო, რომელიც დღემდე საქორწილო მოდის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ნიმუშად ითვლება.

დუა ლიპას თანამედროვე ინტერპრეტაცია სწორედ ამ კლასიკური ესთეტიკისა და თანამედროვე გლამურის შერწყმის წარმატებულ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს.

„პალერმო ჩემ გულშია“ – დუა ლიპა და კალუმ ტერნერი პალერმოში იქორწინებენ

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე, უკვე სამდღიანი ქორწილი სიცილიაში, კერძოდ პალერმოში იგეგმება.

ცნობისთვის, დუა ლიპამ და ტერნერმა ურთიერთობა 2024 წლის იანვარში დაიწყეს.

ახალ კომედიაში დუა ლიპა მთავარ როლს შეასრულებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები