LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პალერმო ჩემ გულშია“ – დუა ლიპა და კალუმ ტერნერი პალერმოში იქორწინებენ

144
photo-collage.png (24)

გავრცელებული ინფორმაციით, დუა ლიპა და კალუმ ტერნერი სექტემბერში იქორწინებენ. ინსაიდერზე დაყრდნობით, საქორწილო ცერემონია იტალიის ქალაქ პალერმოში გაიმართება.

წყვილთან დაახლოებული პირების თქმით, მომღერალი და მსახიობი განიხილავდნენ ადგილებს დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში, თუმცა პალერმო მთავარ კანდიდატად დასახელდა.

ამ ვარაუდს საფუძვლად უდევს მათი შარშანდელი რომანტიკული მოგზაურობაც ამავე ქალაქში, რის შემდეგაც არტისტმა ინსტაგრამზე დაწერა – „პალერმო ჩემ გულშია“.

მოსალოდნელია, რომ ეს იქნება დახურული და ინტიმური ცერემონია, სადაც მხოლოდ უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები იქნებიან მიწვეული. საუბარია იმაზეც, რომ სტუმრების სია ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული და შესაძლოა მასში ბევრი ცნობილი ვარსკვლავიც ვერ მოხვდეს.

ხმების მიუხედავად, წყვილის წარმომადგენლებს ოფიციალური კომენტარი ქორწილის დეტალებზე ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა იტალიური მედია ამ მოვლენას აქტიურად განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის რომანი 2024 წლიდან დაიწყო. ინფორმაცია მათი ნიშნობის შესახებ გასული წლის ივნისში, მუსიკოსმა ბრიტანულ Vogue-თან ინტერვიუში გაასაჯაროვა.

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი დაინიშნნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები