LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარში ავტომობილის გადავარდნის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს – „შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა“

176
შსს

ფოტო სლაიდზე: „ინტერპრესნიუსი“

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2 ივნისს, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს.

მაშველები მტკვარში გადავარდნილ ავტომობილს და მის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივნისს, მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას შექმნა ავარიული ვითარება და შეეჯახა იქვე მოძრავ ავტომობილებს, რის შემდეგაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა.

„აღნიშნული მძღოლის საძიებო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომელშიც მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამაშველო სპეც-ტექნიკა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g