LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა უპირატესობა გაქვთ, როდესაც ცალმხრივად ხართ შეყვარებულები“ – ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

317
2026-01-18_20-36-00_725224

ცნობილი ფსიქოლოგი ზურა მხეიძე ადამიანურ ურთიერთობებსა და ცალმხრივი სიყვარულის ფენომენზე საუბრობს.

ფსიქოლოგის განმარტებით, გავრცელებული სტერეოტიპის საპირისპიროდ, ემოციური უპირატესობა და ძალაუფლება რეალურად იმ ადამიანის მხარესაა, ვინც გრძნობას გასცემს და არა მისი მიმღების.

მხეიძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე, რომელიც მეორე მხარეს უჩნდება და აღნიშნავს, რომ პარტნიორისგან მიღებული მოწონება და ყურადღება ერთგვარ „მახედ“ იქცევა.

„შეყვარებულებს, ვინც ცალმხრივად ხართ შეყვარებულები, უპირატესობა აქვს იმ ადამიანს, ვისაც უყვარს. იმიტომ, რომ მე თუ მიყვარხარ და თქვენ არ გიყვარვართ, თქვენ დასაკარგი გაქვთ – აღარ მეყვარები და მე რა უნდა დავკარგო. ამიტომ, როცა ადამიანი მოგწონს – მოწონება არის დადებითი შედეგი, ის უკვე მახეში გყავს, მას უნდა, ის დადებითი შედეგი შეინარჩუნოს“, – აცხადებს ზურა მხეიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g