LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან…“ – სოფელ დიდგორთან ავარიის დროს დაღუპულთა შორის არიან ცოლ-ქმარი ალექანდრე ჩხეიძე და ნათია ჯანაძე, ასევე გვანცა არევაძე

1686
ავარია სოფელ დიდგორთან - დაღუპულები

გუშინ, სოფელ დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პულ­თა შო­რის არი­ან ცოლ-ქმა­რი ალექ­სან­დრე ჩხე­ი­ძე და ნა­თია ჯა­ნა­ძე, ასე­ვე გვან­ცა არე­ვა­ძე. 

სოფელ დიდგორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

„მეგობრებთან ერთად წასულან ლისის ტბისკენ, სამსახურიდან წასულა ერთი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ“ – რა ხდება ცნობილი სოფელ დიდგორთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

„ამ დიდი ტრაგედიის შესახებ დღეს შევიტყვეთ, ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ულამაზესი ცოლ-ქმარი, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ჰყავდათ ძაღლი და ეზოში ერთად ასეირნებდნენ ხოლმე. ისინი ბალანჩივაძის ქუჩაზე, ხილიანზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. დღეს გავიგეთ ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ. გუშინ მეგობრებთან ერთად წასულან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თურმე სამსახურიდან წასულა ერთი თანამშრომელი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან როგორც ვიცით. ორი წყვილი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი, ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი წყვილი, ცოლ-ქმარი, მათ თურმე ორი შვილი დარჩათ. გარდაცვლილია ასევე ერთი გოგონა, ხოლო ერთი ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი. საშინელ დღეში იყვნენ მათი მეგობრები. სახლში მოვიდნენ და ბინაში შესვლას ცდილობდნენ, ძაღლი დარჩათ ბინაში და ტიროდა ძაღლი, ვერ გამოყავდათ და გამოიძახეს სამაშველო, მაშინ შევიტყვეთ მათგან ამ ულამაზესი წყვილის და მათი მეგობრების ასე ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი. ძალიან შეგვძრა ამ ტრაგედიამ. მერე გარდაცვლილი ბიჭის მამა მოვიდა, ამ ბიჭს დედა გარდაცვლილი ჰყოლია, როგორც გავიგე, გარდაცვლილი გოგოს დედა ემიგრაციაშია და იქ გაიგებს ამ საშინელ ამბავს. ძალიან განვიცდით ყველანი, ვინც ვიცნობდით მათ, მომხდარს. სამწუხაროდ ახლო ურთიერთობა მათთან არ მქონია, თუმცა თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით ეზოში ერთმანეთს და იმდენად სასიამოვნო წყვილი იყო, რომ უდიდეს სიმპატიას იწვევდა. სხვებს არ ვიცნობ, იქ მოსული მათი მეგობრები ამბობდნენ, რომ კიდევ ორი გარდაცვლილიც ცოლ-ქმარია. ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას მთელ საქართველოს“, – ამბობს გარდაცვლილი წყვილის მეზობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g