პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა სიცილიაში, კერძოდ კი პალერმოში იქორწინეს. მდიდრული ქორწილის აღნიშვნა დილის 6 საათამდე გაგრძელდა. წყვილმა დაახლოებით 200 სტუმარს უმასპინძლა ისტორიულ ვილაში, Villa Valguarnera, სადაც სიმბოლური საქორწილო ცერემონია გაიმართა.
საკულტო „ლუქის“ გამეორება – დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის საიდუმლო ქორწილი
ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი მომენტი ლეგენდარული ელტონ ჯონის მიერ სიმღერის, Your Song შესრულება გახლდათ. პატარძალს დონატელა ვერსაჩეს მიერ შექმნილი ბრილიანტებით გაფორმებული საქორწილო კაბა ამშვენებდა.
ქორწილში ასევე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო დუა ლიპას ალბანურ ფესვებს. შესრულდა ალბანური სიმღერები და ცეკვები, რომელშიც მომღერლის ოჯახიც აქტიურად მონაწილეობდა.
ღონისძიება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1.5 მილიონ ფუნტად ფასდება, უკვე მოიხსენიება როგორც 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ვარსკვლავური ქორწილი.
„პალერმო ჩემ გულშია“ – დუა ლიპა და კალუმ ტერნერი პალერმოში იქორწინებენ