LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW ახალ ელექტრო კროსოვერებს უკან გამოიწვევს

108
image_2026-06-15_010030534

გერმანულმა ავტომწარმოებელმა BMW-მ ახალი ელექტრო კროსოვერის, BMW iX3-ის მასშტაბური გაწვევის კამპანია გამოაცხადა. კომპანია ორ სხვადასხვა ტექნიკურ პრობლემას ასწორებს, რომლებიც ჯამში 5 000-ზე მეტ ავტომობილს ეხება.

პირველი დეფექტი ბორტის დასამუხტ სისტემას უკავშირდება და 145 ავტომობილზე გამოვლინდა. მათგან 28 გერმანიაშია რეგისტრირებული. BMW-ის ინფორმაციით, დამუხტვის პროცესში შესაძლოა წარმოიქმნას არასასურველი ელექტრული ფონი, რის შედეგადაც ძაბვა ავტომობილის კორპუსის გარკვეულ ნაწილებზეც გადავიდეს.

ასეთ შემთხვევაში, დასამუხტად მიერთებული ავტომობილის შეხებისას ადამიანი თეორიულად ელექტრო დარტყმის რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შემთხვევები ოფიციალურად არ დაფიქსირებულა, კომპანია უსაფრთხოების მიზნით ყველა საეჭვო მოდულს პრევენციულად შეცვლის.

მეორე პრობლემა გაცილებით მასშტაბურია და 4 843 ავტომობილს ეხება. გამოძიებამ აჩვენა, რომ გარკვეულ პარტიაზე გვერდითი უსაფრთხოების ბალიშები (აირბაგები) შესაძლოა არასწორად იყოს დამონტაჟებული.

დეფექტმა შესაძლოა ავარიის დროს რამდენიმე სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს: აირბაგმა არასწორად იმუშაოს, დროულად არ გაიხსნას ან უკიდურეს შემთხვევაში აირგენერატორის ნაწილი სალონში მოხვდეს, რაც მგზავრების უსაფრთხოებისთვის დამატებით საფრთხეს წარმოადგენს.

გაწვევის კამპანია მოიცავს ავტომობილებს, რომლებიც 2025 წლის 25 ნოემბრიდან 2026 წლის 8 მაისამდე პერიოდშია წარმოებული. მათ შორის არიან სრულიად ახალი iX3-ებიც, რომლებიც მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა ქარხნიდან.

BMW-ის განცხადებით, ამ დროისთვის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, სადაც აღნიშნულმა დეფექტებმა ადამიანების დაზიანება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, კომპანიამ პრობლემების პრევენციულად აღმოფხვრა გადაწყვიტა, რათა უსაფრთხოების სტანდარტები სრულად იყოს დაცული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები