LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გიგას გარდაცვალების გამო, გიგა იყო ჩვენი პროექტის ძალიან მხიარული და აქტიური მონაწილე“ – საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

4886
გიგა დარსაველიძე

ახალგაზრდული სათემო საგანამანათლებლო ორგანიზაცია საქართველოს მომავლის აკადემია სამწუხარო ინფრომაციას ავრცელებს – ადმინისტრაციის ცნობით, გარდაიცვალა აკადემიის პროექტის მონაწილე გიგა დარსაველიძე.

„საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ გიგა დარსაველიძის გარდაცვალების გამო.

გიგა დარსაველიძე იყო ჩვენი პროექტის ფენიქსის ორდენის კატო მიქელაძის ნაკადის ძალიან მხიარული და აქტიური მონაწილე.

ამ მძიმე წუთებში ვუსამძიმრებთ გიგას ოჯახს, მეგობრებსა და ყველას, ვინც მას იცნობდა და აფასებდა“, – წერია საქართველოს მომავლის აკადემიის სამძიმრის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები