პოლიტიკოს ხათუნა სამნიძის დასახმარებლად „ტვ პირველის“ ეთერში გამართული ერთსაათიანი საქველმოქმედო მარათონი წარმატებით დასრულდა.
ტელეწამყვან ვიკა ბუკიას ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე მობილიზებულია 83 000 ლარი, რაც მკურნალობისთვის აუცილებელი ორი გადასხმის საფასურს სრულად ფარავს.
როგორც ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს, ხათუნა სამნიძეს პირველი გადასხმა უკვე გაუკეთდა, თუმცა ფინანსური მხარდაჭერის პროცესი ამით არ სრულდება და თანხების ჩარიცხვა კვლავ გრძელდება.
„კეთილო ადამიანებო, 83 000 ლარი ჩარიცხეთ! ეს არის 2 გადასხმის თანხა!
ხათუნამ 1 გადასხმა უკვე გაიკეთა.
თანხების ჩარიცხვა გრძელდება. მიყვარხართ!“, – წერს ვიკა ბუკია.
