27 დეკემბერს ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საიუბილეო კონცერტს გამართავს. ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებთან და საგალობლებთან ერთად, შესრულდება თანამედროვე კომპოზიტორთა საგუნდო ნაწარმოებებიც. სოლისტები: ნინო ქათამაძე, ზვიად ბოლქვაძე, ქეთევან ქართველიშვილი, ზვიად მიჩილაშვილი.
მუსიკალური ხელმძღვანელები: სვიმონ ჯანგულაშვილი გიორგი დონაძე
პროექტის გენერალური პარტნიორი Artists Union ConceptArt
მხარდამჭერები თბილისის მერია და ფონდი ქართული გალობა