გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ქალი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ქალი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოვიდა და ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლამდე გარდაიცვალა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
