მსახიობი ბექნუ ქაფიანიძე „სიცრუის დეტექტორს“ სტუმრობდა, სადაც დედასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ბექნუმ აღნიშნა, რომ დედა 13 წლის ასაკში დაკარგა.
„ავი დაავადება იყო გარდაცვალების მიზეზი, 13 წლის ვიყავი, 14-ის შევსრულდი, ორმოცის პერიოდში. ძალიან მიჭირს ახლაც, მთელი ცხოვრება ასე იქნება..დედა იყო ყველაფერი, ღმერთი…როგორც ყველა შვილისთვის, დარწმუნებული ვარ…ერთი სიცოცხლე მაშინ დავამთავრე…ყველა შვილს ვუსურვებ, რომ დედა და მშობელი ჯანმრთელი და ბედნიერი ჰყავდეს, გულწრფელად…“ – აღნიშნა ბექნუ ქაფიანიძემ.
