Maroon 5-ის სოლისტი, ადამ ლევინი და მისი მეუღლე, მოდელი, ბეჰატი პრინსლუ, სენ-ტროპეში იახტაზე დასვენების დროს გადაიღეს. წყვილი, რომელიც 2014 წელს დაქორწინდა, ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებულ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავდა. მათთან ერთად მათი შვილებიც იყვნენ, 9 წლის დასტი როუზი და 8 წლის ჯიო გრეისი.
წყვილის ერთობლივმა გამოჩენამ განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან 2022 წელს ადამ ლევინი სკანდალში გაეხვა. მაშინ, მოდელმა, სამნერ სტროუმ საჯაროდ განაცხადა, რომ მუსიკოსთან ურთიერთობა ჰქონდა. ლევინმა ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ მეუღლისთვის არასოდეს უღალატია, თუმცა აღიარა, რომ სხვა ქალებთან ფლირტით დასაშვებ ზღვარს გადააბიჯა.
„რომანი არ მქონია, თუმცა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ რთულ პერიოდში ზღვარი ნამდვილად გადავკვეთე. ამ საკითხზე ჩემს ოჯახთან ერთად ვიმუშავე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა გამომესწორებინა“, – წერდა მუსიკოსი 2022 წელს სოციალურ ქსელში.
„ადამ ლევინს მეუღლემ ღალატი აპატია“, – ასე შეაფასეს მედიაში არტისტისა და მოდელის უახლესი რომანტიკული კადრები.
„როგორც ნაგავს, ისე მექცეოდა“- ადამ ლივაინის იოგას მასწავლებლის მორიგი ბრალდება
აღიარებითი პოსტის შემდეგ, ადამ ლივაინი ორსულ მეუღლესთან ერთად პირველად გამოჩნდა