LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არა­ნა­ი­რ ძა­ლა­დო­ბას, არც ჩემი მხრი­დან, არც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და არც სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი“ – ალექსანდრე მრელაშვილი თელავში მომხდართან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

276
ალქესანდრე მრელაშვილი

არა­ნა­ი­რ ძა­ლა­დო­ბას, არც ჩემი მხრი­დან, არც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და არც სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ ჰქო­ნია ად­გი­ლი , – ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რა­ლი ალექ­სან­დრე მრე­ლაშ­ვი­ლი თე­ლავ­ში ქორ­წი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ვი­დეო მი­მარ­თვა­ში აცხა­დებს.

მისი თქმით, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა არა­ერ­თი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია.

„მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო პო­ლი­ცი­ას, რომ საქ­მეს დე­ტა­ლუ­რად იძი­ებს. არა­ნა­ი­რ ძა­ლა­დო­ბას, არც ჩემი მხრი­დან, არც პო­ლი­ცი­ის მხრი­დან და არც სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ ქო­ნია ად­გი­ლი. ძა­ლი­ან ბევ­რი პოს­ტი იდე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია იწე­რე­ბა და ყვე­ლამ იცო­დეთ სი­მარ­თლე“,- აცხა­დებს მომ­ღე­რა­ლი.

„სასტუმროს ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და ვითარების დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა გამოიყენა“ – „აგარანის მამული“ ქორწილში მომხდარ ინციდენტზე დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

თელავში, სასტუმროში „აგარანის მამული“ ქორწილის მიმდინარეობის დროს მომხდარი ინციდენტის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

მას ბრალდების დადგენილება საგამოძიებო უწყებამ გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო.

ჭიღლაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ პროკურატურა ჭიღლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლო სხდომაზე 5 000 – ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს.

თელავის რაიონული სასამართლო ჭიღლაძის აღკვეთ ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, 21 ივლისს იმსჯელებს.

ცნობისთვის, ინციდენტი 18 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე სასტუმროში მოხდა.

ქორწილის სტუმრებსა და სასტუმროში მყოფ ტურისტებს შორის სიტყვიერი გაუგებრობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

ამასთან, ადმინისტრაციული წარმოება არის დაწყებული მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან მიმართებითაც.

შსს-ს ცნობით, მრელაშვილი პოლიციის განყოფილებაში ქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იკითხებოდა, რა დროსაც მან უარი განაცხადა განყოფილებაში დიდი ხნით დარჩენაზე, ამის შემდეგ მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომლებს და ნივთების შესანახი კარადა დააზიანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები