LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

352
საგარეო

გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ალექსანდრე კარტოზიამ გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა“, – წერია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები