LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტრო – ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

331
ოჯახის ექიმების უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად რუხში პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ორგანიზებით, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელოს რეგიონში მომუშავე ოჯახის ექიმებისთვის პირველი პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.

ორდღიანი კონფერენციის მიზანი იყო პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ოჯახის ექიმების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კლინიკური გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა მოისმინეს თემატური მოხსენებები, განიხილეს კლინიკური შემთხვევები და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სესიებში.

სოფლის ექიმებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა მიმდინარე წელს პირველად ამოქმედდა. პროგრამა ითვალისწინებს 2027 წლის 1 იანვრამდე სავალდებულო 30 კრედიტ-ქულის დაგროვებას. ამ ეტაპზე სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში მომუშავე 200-მდე ოჯახის ექიმმა უკვე გაიარა შესაბამისი საგანმანათლებლო აქტივობები, ხოლო პროექტი ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები