თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 40 წლამდე ასაკის მამაკაცია.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
