LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ჩემი დიაგნოზით, ყველანაირი ხელოვნური ჩარევის გარეშე, რთულია დედა გახდე, ორსულობისას იყო დიდი რისკი, მე გამიმართლა… დედობა გაძლიერებს“ – დიანა ჯიშიაშვილის ემოციური ისტორია

225
დიანა ჯიშიაშვილი

ტელეკომპანია პირველი არხის გადაცემის – „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ გასულ ეპიზოდში აუდიტორია ახალ პერსონაჟებს იცნობს – რუბრიკაში „ოჯახი“, დიანა ჯიშიაშვილი საკუთარ ისტორიას ჰყვება.

დიანა ჯიშიაშვილს, რომელიც 17 წლიდან ეტლით მოსარგებლეა, 7 წლის შვილი ჰყავს, როგორც თავად ამბობს, მისი დიაგნოზით, ყველანაირი ხელოვნური ჩარევის გარეშე, საქართველოში არ არის ფაქტი, რომ ასეთი რთული დაზიანებით ქალი დედა გახდეს.

„მაქვს კისრის დაზიანება, ჩატეხილი მაქვს სამი მალა. რადგან ამ დაზიანების გამო ჯანმრთელობა გამირთულდა, ასევე დაშლილი მაქვს ცალი მენჯი, მიჭირს სხეულის დაჭერა, მაგრამ ვარჯიშები ჩემს მდგომარეობას აუმჯობესებს.

ჩემი დიაგნოზით, ყველანაირი ხელოვნური ჩარევის გარეშე, საქართველოში არ არის ასეთი ფაქტი, რომ ასეთი რთული დაზიანებით ქალი გახდეს დედა, იმიტომ, რომ ნამდვილად მძიმე მდგომარეობაა, მე გამიმართლა…

დედობამ კიდევ უფრო მეტად გამაძლიერა. პარალიზებული სხეულის გამო სისხლის მიმოქცევა სუსტი მაქვს და დილით ადგომა მიჭირს, მაგრამ როდესაც შვილი მეყოლა, პირველივე დღეს, სიცხიანი გავიქეცი ჩემს შვილთან – რა თქმა უნდა, დედობა გაძლიერებს…

მეუღლემ მითხრა, რადგან ასეთი ძლიერი ხარ და თავად იღებ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხარ, შენი მდგომარეობა ჩემთვის საერთოდ არ არის პრობლემაო. 10 წელია ერთად ვცხოვრობთ“, – ამბობს დიანა ჯიშიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები