LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „არ გეჩვენებათ… სულ მალე ამ მომენტებს „ნეტფლიქსის“ შოუში ვიხილავთ… „დივერგენტის“ ვარსკვლავი შეილინ ვუდლი საქართველოში ჩამოვიდა და ქართული კერძები დააგემოვნა

193
page

გემოფესტი“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამერიკელი მსახიობის, „დივერგენტის“ ვარსკვლავის, შეილინ ვუდლის საქართველოში ვიზიტის კადრებს, როდესაც ის „ნეტფლიქსის“ კულინარიული შოუს ფარგლებში ესტუმრა ჩვენს ქვეყანას.

„არ გეჩვენებათ – ეს ნამდვილად Big Little Lies, Divergent, The Fault in Our Stars-ისა და სხვა არაერთი ცნობილი ფილმისა და სერიალის მსახიობი შეილინ ვუდლია.

საქართველოში საერთაშორისო შოუს გადაღებების ფარგლებში შეილინ ვუდლიმ ქართული გემოებიც აღმოაჩინა.

გადაღებები Mziskari • მზისკარი – ის მასპინძლებთანაც გაიმართა, სადაც მას ქართული კულინარიული ტრადიციებისა და სტუმართმოყვარეობის გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდა.

სულ მალე ამ მომენტებს Netflix-ის საერთაშორისო შოუშიც ვიხილავთ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი საქართველოს დაეთმობა“.

შეილინ ვუდლი ამავე მოგზაურობის ფარგლებში სამეგრელოსაც ეწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები