LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორად თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით აირჩიეს

110
თინათინ ბერძენიშვილი

თინათინ ბერძენიშვილი მეორე ვადით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გახდა.

მას სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მხარი 8 წევრმა დაუჭირა, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად კონკურსი 25 ივნისს გამოცხადდა, ღია კენჭისყრა კი 29 ივლისს შედგა.

ცნობისთვის, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის პოზიციაზე მხოლოდ ერთმა კანდიდატმა, თინათინ ბერძენიშვილმა შეიტანა განცხადება.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ნორმის მიხედვით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, თანამდებობაზე სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით ნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები