შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს აბიტურიენტებისთვის 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.
ამ დროისთვის უკვე გამოქვეყნებულია ქართული ენისა და ლიტერატურის, ოსური ენის, ისტორიის, ქიმიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და სამოქალაქო განათლების გამოცდების პირველადი შედეგები.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საკუთარი მოსწავლეების წარმატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე.
გიორგი ღოღობერიძის თქმით, მისმა სამმა მოსწავლემ ქვეყნის მასშტანით ქიმიაში რეკორდი მოხსნა და საგანში მაქსიმალური 63 ქულიდან 63 ქულა დააგროვა.
„ამ სამმა ბიჭმა საქართველოს მასშტაბით ქიმიაში რეკორდი მოხსნეს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე: 63-დან 63! ნახეთ, რა ბიჭები მყავს, რა ექიმები! საბა სანოძე, დიმიტრი კათოლიკოვი და ერეკლე ცინარიძე“, – წერს გიორგი ღოღობერიძე.
„დღეს ბავშვებმა სასწაული გააკეთეს, ჩემი მოსწავლეებიდან სამმა ბავშვმა 63-დან 63 ქულა აიღო, 63-დან 62 ქულა აიღო ოთხმა ბავშვმა, 63-დან 61 ქულა კი ათობით ბავშვმა, ეს იცით რა შედეგებია?“ – აღნიშნავს გიორგი ღოღოებრიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.
